საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა საყურადღებოდ!!

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა - დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში"

2024 წლის 23-25 მაისს ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა - დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში".  კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები მსოფლიოს 12  ქვეყნიდან.

კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. იხილეთ კონფერენციის პროგრამა ატვირთული ფაილის სახით.
 
კონფერენციაზე იმუშავებს სექციები:

დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტის ტენდენციები ტრანსლაციურ ბიომედიცინაში

სამედიცინო ვიზუალიზაცია და კომპიუტერული დიაგნოსტიკა

ქირურგია და ტრანსპლანტაცია - დიგიტალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის როლი

ინოვაციები სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში დიგიტალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით


კონფერენციის გახსნა 23 მაისს, 10:00.
მისამართი: თსუ-ის 1 კორპუსი, სააქტო დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თბილისი

გთხოვთ, მობრძანდეთ!

 

თარიღი: 16/05/2024